ახალი ამბები
ზუგდიდი 2018 წლის ყველაზე სუფთა ქალაქად დასახელდა (ფოტო)
კონკურს „სუფთა რეგიონში“, რომელიც პროექტ „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში იმართება, ზუგდიდმა სამი ჯილდო მოიპოვა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, ქალაქი ზუგდიდი 2018 წლის ყველაზე სუფთა, ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტად დასახელდა. ნომინაციაში „კორპუსის ეზო“ კი ზუგდიდში, ქუჯის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ეზომ გაიმარჯვა

ჯილდოები ზუგდიდის ვიცე მერსაც და ქუჯის ქუჩაზე კორპუსის ერთ-ერთ მაცხოვრებელს გადაეცათ.

alt

კონკურსი გასული წლის მაისში გამოცხადდა და მისი მიზანი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე „სუფთა რეგიონის“, „სუფთა მუნიციპალიტეტის“, „სუფთა ქალაქის/დაბა“, „სუფთა სოფლის/თემი“, „სუფთა ქუჩის“, „ლამაზი ეზოსა.“ და „ლამაზი აივნის“ გამოვლენა იყო.

alt
ქუჯის ქუჩა. ფოტო: ლანეტა როდონაია

კონკურსი პირველად 2015 წელს ჩატარდა სამ ნომინაციაში. 2017 წელს ზუგდიდმა ყველაზე სუფთა ქალაქის წოდება მიიღო.

ამავე თემაზე:

ზუგდიდი ყველაზე სუფთა ქალაქად დაასახელეს 
Print