ახალი ამბები
შს მინისტრი და გუბერნატორი სტიქიის დროს დაზიანებული კორპუსების აღდგენით სამუშაოებს  გაეცნენ
შს მინისტრი გიორგი გახარია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და მერის პირველ მოადგილე, გიორგი შენგელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში იმყოფებოდნენ. მათ სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერეს. 

ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, დევნილებმა მთავრობის წარმომადგენლებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს. გარდა ამისა, მათ ბუნებრივი აირის, გზის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხის მოგვარება სთხოვეს. ხელისუფლების წარმომადგენლები დევნილებს აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდნენ. 

30 ნოემბერს ძლიერმა ქარმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. ძლიერი ქარით გამოწვეული ზარალის ოდენობა 7 მილიონ ლარს აღემატება. სტიქიამ რეგიონის მასშტაბით 698 საცხოვრებელ სახლს სრულად, ან ნაწილობრივ გადახადა სახურავი. რაც შეეხება საბავშვო ბაღების, სკოლებისა და დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების რაოდენობამ 31-ს მიაღწია.

ამავე თემაზე:
სოფელ რუხში ჩასახლებული დევნილები: გვაწვიმს, არ ვიცით, სად წავიდეთ 
Print