რეგიონი
დე ფაქტო აფხაზეთში სამი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
აფხაზეთში დისლოცირებული რუსული ბაზის სამი სამხედრო მოსამსახურე ჯავშანტრანსპორტიორის ხევში ვარდნის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც კოლონა წებელდის სამხედრო ბაზიდან მუდმივი დისლოკაციის ადგილისკენ მიემართებოდა. გარდა ამისა, დაშავებულია კიდევ ორი ჯარისკაცი, რომელიც ვერტმფრენით სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ინფორმაციას სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, ჯავშანტრანსპორტიორი ხევში 40 მეტრის სიმაღლიდან გადაიჩეხა. ადგილზე მისულმა მაშველებმა დაშავებულები ამოიყვანეს. სამხრეთის სამხედრო ოლქის კომისია მომხდარის რამდენიმე ვერსიას განიხილავს, რომელთა შორის მანქანის გაუმართაობა და ადამიანური ფაქტორი სახელდება.
Print