რეგიონი
„აფხაზური“ პასპორტების მოქმედების ვადამ პენსიონერებისთვის მარტამდე გადაიწია
დე ფაქტო აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით 2005 წელს გაცემული აფხაზური პასპორტების მოქმედების ვადამ პენსიონერებისთვის 1 მარტამდე გადაიწია, წერს „ნუჟნაია გაზეტა“. აღნიშნული გადაწყვეტილება რესპუბლიკაში პენსიების შეუფერხებლად გაცემის მიზნით მიიღეს. ამავე ცნობით, 2019 წლის 21 იანვრის მონაცემებით, გაცემულია 120 ათასი დოკუმენტი, ხოლო საპასპორტო განყოფილებებში ახალი აფხაზური პასპორტების 8500 ბლანკია შესული.
Print