ახალი ამბები
სამეგრელოში ხვალიდან გამოიდარებს
სამეგრელოში ხვალიდან გამოიდარებს და 27 იანვრამდე უნალექო ამინდები შენარჩუნდება. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას დღისით 14-18, ხოლო ღამით 3-5 გრადუსამდე იქნება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

„ხვალიდან გამოიდარებს და უნალექო ამინდები შენარჩუნდება ამ კვირის ბოლომდე. ამინდის გაუარესებას 28 იანვრიდან ველოდებით“, - აცხადებენ სააგენტოში.

ამავე ცნობით, ამ თვეს გარდა მაღალმთიანი რაიონებისა თოვლი არა რის მოსალოდნელი.
Print