ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინეს და ერთი პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, აჭარის, ქვემო ქართლის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირების საცხოვრებელი სახლიდან და სატრანსპორტო საშუალებებიდან სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, დიდი ოდენობით - 4 110 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს.

ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 12 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
Print