ახალი ამბები
National Geographic -საქართველოს ფოტოკონკურსში გამარჯვებული სამეგრელოდან ორი ფოტოგრაფი გახდა
რომან თოლორდავა და გიორგი ნიკოლავა ჟურნალ National Geographic -საქართველოს ფოტოკონკურსის რჩეულები გახდნენ. კონკურსში, რომლის სახელწოდებაც „ჩვენი ფრთოსანი მეგობრები“ იყო, ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. ღონისძიება  National Geographic - საქართველოს რედაქციაში არსებულ საგამოფენო სივრცეში გაიმართა. National Geographicis-ს რჩეული ჩხოროწყუელი ფოტოგრაფის რომან თოლორდავას ფოტო გახდა, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა. ხალხის რჩეული და მესამე ადგილის მფლობელი სენაკელი ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლავაა.
alt
ფოტო:  რომან თოლორდავა 

„ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია. ასზე მეტი ნამუშევარი იყო, აქედან, ჩემი სამი ფოტო. National Geographic არის ძალიან დიდი ფორმატი და როდესაც მისი ხელმძღვანელობა იღებს გადაწყვეტილებას, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ხაზი უნდა გაესვას ფრინველებს და მათი გადაშენების შემცირებას“, - უთხრა რადიო „ათინათს“ რომან თოლორდავამ.
alt
ფოტო: გიორგი ნიკოლავა

პროექტი განხორციელდა National Geographic Magazine საქართველოსა და CENN-ის ერთობლივი ინიციატივით, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

Print