ახალი ამბები
თაზო ფაცაცია: ენმ-ისთვის ცოცხების ჩუქების იდეა მოქალაქეებმა მომაწოდეს (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თაზო ფაცაციამ თქვა, რომ ენმ-ის წევრებისთვის ცოცხების ჩუქების იდეა "აქტიურმა მოქალაქეებმა" მიაწოდეს, ვინც საკრებულოს სხდომების მიმდინარეობას თვალს ადევნებს. მან სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ცოცხი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სიმბოლურად, "ისტორიის გასახსენებლად" აჩუქა.

"ნაციონალური მოძრაობა" ხშირად აპელირებს იმაზე, რომ ქართველ ხალხს კარგად ახსოვს ისტორია და ასე შემდეგ. მათი პოლიტიკური წარსული ასოცირდება ბევრ უბედურებასთან. მე თვითონ მივიღე გადაწყვეტილება რომ მათთვის შემეხსენებინა ერთი ისტორიული მომენტი და მეჩუქებინა ცოცხი, რასთანაც არის დაკავშირებული "ნაციონალური მოძრაობა". ენმ გამოირჩევა საჩუქრების ჩუქებით. "ოცნებამ" და პირადად მე, თაზო ფაცაციამ გადავწყვიტე სიმბოლური საჩუქარი გამაკეთებინა. იდეა კი საზოგადოების წევრებმა მომაწოდეს. შეიძლება მომდევნო სხდომაზე კიდევ ერთი საჩუქარი გავუკეთო", - თქვა ფაცაციამ.

მან საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, სადაც ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების საკითხებს განიხილავდნენ, ენმ-ის წევრს პაატა ადამიას შეფუთული ყუთი გადასცა. ადამიამ ყუთი სხდომაზევე გახსნა. აღმოჩნდა, რომ ყუთში სამი ცოცხი იდო.

ამავე თემაზე:

ბათლომე შელიამ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
Print