ახალი ამბები
პაატა ადამია: ფაცაციას საქციელი ღიმილის მომგვრელია (ვიდეო)
ზუგდიდის საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის პაატა ადამიას თქმით, თაზო ფაცაციას მხრიდან მათთვის ცოცხების ჩუქება ღიმილის მომგვრელია.
“როცა სამედიცინო თემაზე ვსაუბრობთ, რა შუაშია „სისხლიანი რეჟიმი“ და ცოცხები, გაუგებარია. ეს საქციელი უადგილო ადგილას გაკეთებული პოლიტიკური განცხადებასავითაა“,- უთხრა ჟურნალისტებს ადამიამ.



მან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ ნაჩუქარი ცოცხები სხდომათა დარბაზში დატოვა.

თაზო ფაცაციამ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, სადაც ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების საკითხებს განიხილავდნენ, ენმ-ის წევრს პაატა ადამიას შეფუთული ყუთი გადასცა. ადამიამ ყუთი სხდომაზევე გახსნა. აღმოჩნდა, რომ ყუთში სამი ცოცხი იდო.


ამავე თემაზე:

თაზო ფაცაცია: ენმ-ისთვის ცოცხების ჩუქების იდეა მოქალაქეებმა მომაწოდეს (ვიდეო)
Print