რეგიონი
გალში ქართველი და აფხაზი ენერგეტიკოსები ერთმანეთს შეხვდნენ
გალის რაიონში ქართველი და აფხაზი ენერგეტიკოსების შეხვედრა გაიმართა. მათ ზამთრის პერიოდში აფხაზეთში შექმნილი ენერგოდეფიციტი და თებერვალსა და მარტში ენგურჰესის მუშაობა განიხილეს, წერს «ეხო კავკაზა». შეხვედრაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელი დავით თვალაბეიშვილი, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის გენერალური დირექტორი ვახტანგ ამბოკაძე. აფხაზურ მხარეს კომპანია „ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელი ასლან ბასარია წარმოადგენდა.

ენგურჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგია ზამთრის თვეებში თითქმის მთლიანად აფხაზეთს მიეწოდება, მიუხედავად ამისა, დე ფაქტო რესპუბლიკა ენერგოდეფიციტს განიცდის. გასული წლის დეკემბრის ბოლოს სოხუმმა კრიპტოვალუტის მაინინგი აკრძალა,რადგან სწორედ მაინინგ ფერმებს მიიჩნევენ რეგიონში ელექტროენერგიის დეფიციტის მიზეზად.
Print