რეგიონი
სკორიკი: ენგურის ხიდზე კარანტინის მოხსნაზე საუბარი ნაადრევია
ენგურის ხიდზე შეზღუდვების მოხსნაზე ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი, ამის შესახებ „ეხო კავკაზას“ დე ფაქტო აფხაზეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა განუცხადა. მისი თქმით ენგურის ხიდზე სანიტარული - საკარანტინო პუნქტი მოქმედებს, სადაც აფხაზეთში მიმავალ მოქალაქეებს ამოწმებენ. სპეციალისტის ცნობით, საეჭვო სიმპტომების დაფიქსირებისას, მათ ფილტვების რენტგენოგრაფიას და ექსპრეს-დიაგნოსტიკას უტარებენ. თუ მას გრიპის ვირუსი არ დაუდასტურდა,  გალის რაიონულ საავადმყოფოში აგზავნიან.

მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გრიპთან დაკავშირებით სიტუაცია შედარებით სტაბილურია, კარანტინი ადმინისტრაციულ საზღვარზე ,ხოლოდ იმ შემთხვევაში მოიხსნება „როდესაც ასი ათას ადამიანზე 256 ავადმყოფი დაფიქსირდება“.

„რაც შეეხება ორთვიან საკარანტინო ვადას, ვინაიდან, რესპუბლიკაში დაავადებების პიკი თებერვალზე მოდის, ხოლო კარანტინი 10 იანვარს გამოცხადდა, ამ ვადაში იანვართან ერთად თებერვალიც უნდა მოქცეულიყო, რადგან ჩვენმა მედიკოსებმა ზუსტად განსაზღვრონ, ეს უბრალოდ ჩვენი ვირუსული ინფექციაა თუ საქართველოს ტერიტორიიდან შემოტანილი ვირუსი“, - თქვა ლუდმილა სკორიკმა.

მისი ინფორმაციით, „ღორის გრიპი“ აფხაზეთში ბოლოს 2009 წელს დაფიქსირდა, რა დროსაც, სწორედ გალის რაიონში დაიღუპა 8 ადამიანი.

Print