რეგიონი
გაგრაში აფეთქებისას დაჭრილი რუსი ბიზნესმენი გარდაიცვალა
გაგრაში აფეთქების შედეგად დაშავებული მიხაილ ევალენკო გარდაიცვალა. ამის შესახებ მისმა ყოფილმა მეუღლემ ელვირა აგურბაშმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა. „აფსნი ლაიფის“ ცნობით რუსი ბიზნესმენი, მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში 26 იანვარს გარდაიცვალა.

ინციდენტი 15 იანვარს გაგრაში, ლზაას დასახლებაში მოხდა. ბიზნესმენს ხელში პაკეტი აუფეთქდა, რომელიც თავის ავტომობილში იპოვა, აფეთქების შედეგად, რუსეთის მოქალაქე მძიმედ დაიჭრა. დაშავებული სოჭში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია გაუკეთდა.ფაქტზე გაგრის რაიონულმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა.

Print