რეგიონი
დე ფაქტო აფხაზეთის ყოფილი ვიცე - პრეზიდენტი პარტია „აფსნის“ უხელმძღვანელებს
დე ფაქტო აფხაზეთის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია პოლიტიკური პარტია „აფსნის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს, წერს „აფსნიპრესი“. ვიტალი გაბნია თანადებობიდან გასული წლის ივლისში გადადგა.

მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ამის მიზეზად მან „ხელისუფლების უნიათობა“ დაასახელა და აღნიშნა, რომ მთავრობას ვიცე-პრეზიდენტის დაცვაც კი არ შეუძლია. მაშინ გაბნიამ ისაუბრა ინცინდენტის შესახებ, რომლის დროსაც თავად გახდა თავდასხმის ობიექტი, რისი თავიდან აცილება მისმა პირადმა დაცვამაც ვერ უზრუნველყო. გაბნიას თქმით, მან, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, სათანადო პასუხი ვერ გასცა თავდამსხმელებს, ამიტომ გადაწყვიტა თანამდებობა დაეტოვებინა.

მაშინვე ვიტალი გაბნიამ რაულ ხაჯიბას ურჩია, არ იყაროს კენჭი მეორე საპრეზიდენტო ვადაზე. აფხაზური მედიის ცნობით, ეს იყო მეორე შემთხვევა, როდესაც დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა. 2013 წლის დეკემბერში ვიცე-პრემიერი დავით ლოგუა გადადგა, რომელიც 2011 წელს ამ თანამდებობაზე კენჭს ალექსანდრე ანქვაბთან ერთად იყრიდა.
Print