რეგიონი
ოკუპირებული აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრები ნიცის საგრაფოს და ჩამერიის გუნდებს შეხვდება
არაღიარებულ სახელმწიფოთა ფედერაცია Conifa-მ 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრის შედეგები გამოაქვეყნა. ტურნირში მონაწილეობას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ეროვნული ნაკრებებიც იღებენ მონაწილეობას. “აიაირას“ ინფორმაციით, აფხაზეთის ნაკრები მეორე ჯგუფშია და ტურნირში ნიცის საგრაფოს და ჩამერის გუნდებს შეხვდება. სამხრეთ ოსეთის ნაკრები - მეოთხეში ჯგუფშია, სეკეის მხარესა და დასავლეთ სომხეთთან ერთად. 

ჩემპიონატი 2019 წლის 1 – 16 ივნისს მთიან ყარაბაღში, სტეპანაკერტში გაიმართება. ჩემპიონატში 12 გუნდი ითამაშებს.

საფეხბურთო ორგანიზაცია ConIFA 2013 წელს შეიქმნა და 47 არაღიარებულ და ნაწილობრივ აღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ასოციაციას აერთიანებს. კონფედერაცია ტურნირებს საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭოს ოფიციალური წესებით მართავს. ConIFA -ს ერთ-ერთი ჩემპიონატი 2016 წელს სოხუმში გაიმართა, მისი გამარჯვებული ტურნირის მასპინძელი გახდა.

Print