ახალი ამბები
ზუგდიდის სკეიტ პარკიდან ყინულის სასახლის გადატანა იგეგმება
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სკეიტ-პარკის ტერიტორიიდან ყინულის სასახლის გადატანა ე.წ. კომკავშირის პარკში იგეგმება, სადაც სპორტული კომპლექსის და ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობაა გადაწყვეტილი. ამავე ცნობით, ყინულის სასახლის გადატანის და მონტაჟის სამუშაოებს იმ სასტუმროს მშენებელი კომპანია განახორციელებს, რომელიც ყინულის სახლის ტერიტორიაზე გეგმავს ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს აშენებას აპირებს.

„ყინულის სასახლის გასაბერ კონსტრუქციას 2 წელიწადში ექსპლუატაციის ვადა გასდის, ამიტომაც მას ე.წ. „სენდვიჩ პანელებით“ მოაწყობენ, რაც ყინულის მოედნის შენახვას გააიაფებს“, - აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, პრესსამსახურში ამბობენ, რომ არქიტექტორები ყინულის სასახლის გადატანას ემხრობიან და მიიჩნევენ, რომ მისი გადატანა კარგი გადაწყვეტილებაა.

ამავე თემაზე:

მერია: ყინულის სახლი უახლოეს დღეებში გაიხსნება 


Print