ახალი ამბები
ზუგდიდში, შესაძლოა, პროფესიული სასწავლებელი აღდგეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში სამშენებლო კომპანია m²“-ის წარმომადგენლებმა ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე პროფესიული სასწავლებლის აღდგენაზე ისაუბრეს. გუბერნიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ითქვა, რომ სასწავლებელში, ძირითადად, კულინარიასა და მომსახურების სფეროში მსურველებს გადაამზადებენ.

m²-მა ზუგდიდში ახალი სასტუმროს პროექტი არქიტექტორებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს გააცნო. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. დეველოპერულმა კომპანია ოთხვარსკვლავიანი, 120 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, დღევანდელი ყინულის სასახლის ტერიტორიაზე გეგმავს.

„მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების გეგმა, სასტუმროს ოპერირებისთვის 200-ზე მეტი სამუშაო ადგილია განსაზღვრული“, - აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში ყინულის სახლის ადგილას სასტუმროს აშენება იგეგმება






Print