ახალი ამბები
ფოთში მდინარე რიონში 16 წლის მოზარდი გადავარდა
ფოთში, მდინარე რიონში მოზარდის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ წუთებში მას მყვინთავები და სამაშველო სამსახურის სხვა წარმომადგენლები მდინარის სიღრმეში, ზედაპირსა და ხმელეთზეც ეძებენ.

შემთხვევა ფოთის ცენტრში, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა. უწყების პრესსამსახურში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ მაშველები ადგილზე შეტყობინების მიღებიდან ორ წუთში მივიდნენ, თუმცა, პირველადი  დათვალიერებით, მოზარდი ვერ აღმოაჩინეს.

არსებული ინფორმაციით, ხიდიდან გადავარდნილი მოზარდი 16 წლის ბიჭია და ის ფოთში ცხოვრობს.
Print