ახალი ამბები
ევროსასამართლო:რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებს 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1.500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროსასამართლომ დღეს მიიღო. ინფორმაციას სტრასბურგის სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, გადაწყვეტილებას მხარი 16-მა მოსამართლემ დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგ გავიდა.

გადაწყვეტილების თანახმად, 2.000 ევრო უნდა გადაუხადონ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მიმართაც დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-4 პროტოკოლის მე-4 მუხლი (კოლექტიური გაძევება) და 10.000-დან 15.000-მდე ევრო იმ ადამიანებს, ვის მიმართაც დარღვეული იყო მე-5 (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და მე-3 მუხლები (დაკავების არაადამიანური და დამამცირებელი პირობები).


Print