ახალი ამბები
ფოთში მდინარეში გადავარდილ მოზარდს მესამე დღეა ეძებენ
ფოთში, მდინარე რიონში 16 წლის მოზარდის საძიებო სამუშაოები მესამე დღეა მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე შექმნილია სპეციალური შტაბი, სადაც ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად კოორდინირებულ და უწყვეტ რეჟიმში გრძელდება სამძებრო-სამაშველო ღონისძიება.

"პროცესში ჩართულია 30-მდე მაშველი, მათ შორის მყვინთავების დამატებითი ძალები. გარდა ამისა, წყალქვეშა სამუშაოებს სპეციალური სამძებრო აპარატით აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი კატერი და ეკონომიკის სამინისტროს ჰიდროგრაფიის სამსახურის კვლევითი კატარღა. დაწეულია მდინარეში წყლის დონე და წყლის ქვეშ დამონტაჟებულია სპეციალური ბადეები", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე ცნობით, საძიებო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება და არ შეწყდება, ვიდრე 16 წლის მოზარდს არ იპოვიან.

ფოთის ცენტრში ხიდიდან მოზარდი 29 იანვარს გადავარდა.

ამავე თემაზე:

ფოთში მოზარდის სამძებრო სამუშაოებისთვის საგანგებო შტაბი შეიქმნა
Print