ახალი ამბები
გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის პრესსამსახურის უფროსმა ლიკა ქვარცხავამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მან რადიო „ათინათს“ დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, ხელშეკრულებას ვადა გუშინ, 31 იანვარს დაუმთავრდა.

„მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, რომ მე მივდიოდი სამსახურიდან, ბევრი მეკითხება, იყო ეს ჩემი სურვილით თუ არა? რატომ არის ეს ასე ძნელად დასაჯერებელი. თანამდებობა დავტოვე იმიტომ, რომ ოჯახთან, შვილებთან ურთიერთობის დეფიციტი მქონდა და ეს შემევსო, რადგან სწორედ ეს არის მთავარი“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ქვარცხავამ.

რაც შეეხება მის გეგმებს, ლიკა ქვარცხავა არც კერძო სექტორში წასვლას და არც რუხის გამგებლის თანამდებობაზე დაბრუნებას გამორიცხავს. არსებული ინფორმაციით, გუბერნატორის პრესსამსახურის თანამდებობა პაატა ლაგვილავა დაიკავებს, რომელიც აღნიშნულ პოსტზე ქვარცხავდე მუშაობდა.

ამავე თემაზე:

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურს რუხის ყოფილი გამგებელი უხელმძღვანელებს
Print