ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო
ზუგდიდის საკრებულოში გუშინ თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი შვიდი ადამიანის ხსოვნას პატივი მიაგეს. საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ამ საკითხს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს როგორც კომპანიების, ასევე, მოსახლეობის მხრიდან.
Print