ახალი ამბები
მამა ფრიდონმა სამხარეო ადმინისტრაციის შენობა აკურთხა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობა მამა ფრიდონ ასათიანმა აკურთხა. ის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ააიპ-ების ანგარიშის მოსმენის დროს სტიქაროსნებთან ერთად შევიდა. სასულიერო პირმა საკრებულოს წევრებთან და მერიის თანამშრომლებთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო, რის შემდეგაც დარბაზი დატოვა. როგორც საკრებულოს წევრმა სალომე ფაცაციამ თქვა, მამა ფრიდონს საკრებულოს შენობის კურთხევა მან შესთავაზა.
Print