რეგიონი
ბესიკ ჭეჟია ზუგდიდის ტექნოპარკის ბოტანიკური ბაღისთვის მიერთების ინიციატივით გამოდის
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ბესიკ ჭეჟიას თქმით, კარგი იქნება, თუკი ზუგდიდის ტექნოპარკს ბოტანიკურ ბაღს შეუერთებენ, რათა ბაღის ტერიტორია გაფართოვდეს. მისი თქმით, თავის დროზე აღნიშნულ ადგილზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის განთავსებაც სწორი იდეა არ იყო.  

"კარგი იქნება, თუკი საკრებულოზე გავიტანთ ამ ინიციატივას და ტექნოპარკში განთავსებულ  შენობას ბოტანიკური ბაღის საჭიროებებისთვისაც გამოვიყენებთ. კარგი იქნება, თუ ტექნოპარკთან ერთად აქ, მაგალითად, ბაღის ადმინისტრაცია განთავსდება, რადგან ეს ბაღის ტერიტორია იყო",- თქვა ჭეჟიამ ააიპ-ების შემსწავლელი კომისიის სხდომაზე, სადაც ააიპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" დირექტორს ზვიად ქარჩავას უსმენენ.

მისი იდეა საკრებულოს წევრებმა და ააიპ-ის დირექტორმა მოიწონეს და შესაძლოა, საკითხი საკრებულოს სხდომაზე გავიდეს.
Print