რეგიონი
რა ეღირება, სავარაუდოდ, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა
ზუგდიდის მერიის ააიპ "ბოტანიკური მართვის ცენტრის" დირექტორმა ზვიად ქარჩავამ ის სავარაუდო ფასები წარმოადგინა, რომლის სანაცვლოდაც მსურველები ბოტანიკურ ბაღში რეაბილიტაციის შემდეგ შეძლებენ შესვლას.  წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ბაღში შესვლა ფასიანი იქნება. ამავე ინფორმაციით, ერთჯერადად შესვლა სამი ლარი ეღირება, ერთთვიანი აბონემენტის ფასი - 30 ლარი, სამთვიანის კი 60 ლარი იქნება. ამასთან, სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიით სარგებლობისთვის მსურველებს 300 ლარის გადახდა მოუწევთ.

ზვიად ქარჩავამ განმარტა, რომ ეს მხოლოდ პროექტია და ფასების დადგენის პრეროგატივა მას არ აქვს.

მისივე თქმით, ფასები, სავარაუდოდ, ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის განსხვავებული იქნება.

ამავე თემაზე:

ბესიკ ჭეჟია ზუგდიდის ტექნოპარკის ბოტანიკური ბაღისთვის მიერთების ინიციატივით გამოდის

ბოტანიკური ბაღის დასუფთავება დასრულდა (ფოტო)
Print