ახალი ამბები
გიორგი ქობულია: წელს ანაკლიის ფესტივალს ვერ დავაფინანსებთ
ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, 2019 წელს მთავრობა ანაკლიის ფესტივალს თანხით ვერ დააფინანსებს, თუმცა მისივე განმარტებით  ინფრასტრუქტურული კუთხით და ჯანდაცვის მომსახურებით უზრუნველყოფს.

"ანაკლიის ფესტივალზე ჩვენ მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ ნაღდი ფულის შეტანით ამ ფესტივალს ვერ დავაფინანსებთ, მაგრამ თუ ვინმეს ექნება სურვილი, ეს ფესტივალი ჩაატაროს, ჩვენ, როგორც მთავრობა, ინფრასტრუქტურულად და ჯანდაცვის მომსახურებით, უზრუნველვყოფთ ამ ფესტივალს. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ფულით უნდა დავაფინანსოთ ის ამ წელიწადს”,-განაცხადა გიორგი ქობულიამ.

გასულ წელს ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი Echowaves ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ 4 160 000 ლარით დააფინანსა.



Print