რეგიონი
MEGO ბარში თემურ ელიავას პოეზიის საღამო გაიმართა (ფოტო)
სოციალური კაფე MEGO ბარის ორგანიზებით გუშინ საღამოს თემურ ელიავას პოეზიის საღამო გაიმართა. პოეტმა ყველასთვის კარგად ნაცნობ ძველ ლექსებთან ერთად ახლებიც წაიკითხა. როგორც მან რადიო „ათინათს“ უთხრა, მსგავსი საღამოები MEGO ბარში ხშირად ეწყობა, თუმცა გუშინდელი დღე გამორჩეული იყო.

alt

“ვიწრო წრეში იყო გათვალისწინებული საღამო ჩატარება, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და ამით, ალბათ განსაკუთრებულია. აქ ხშირად ტარდება მსგავსი ღონისძიებები, მაგრამ ახლა ძალიან ბევრნი ვიყავით... ძველი, ასე ვთქვათ, არქივიდან ამოქექილი ლექსებიც გავიხსენეთ", თქვა პოეტმა.

პოეზიის საღამო, რომელსაც სხვადასხვა ასაკის მაყურებლები დაესწრნენ, თითქმის, ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

alt

„ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანია დღეს აქ და ჩანს, როგორც მოსწონს ყველას ელის შემოქმედება. ძალიან კმაყოფილები ვართ, როგორც ყოველთვის“, - გვითხრეს მაყურებლებმა.

MEGO ბარში მისულ სტუმრებს ადგილზე პოეტის კრებულის „პალატა #8“ შეძენაც შეეძლოთ.

ამავე თემაზე:

პალატა #8 - თემურ ელიავას წიგნის პრეზენტაცია MEGO ბარში

ავტორი თემურ ელიავა - კვარჩხშე მოიღ ორკოლ ცირა 
Print