ახალი ამბები
საკრებულოს წევრი “ოცნებიდან“: სოფლის მოსახლეობა საქონლის ქურდობის გახშირებას უჩივის
ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ოთარ მარშავამ საკრებულოს სხდომაზე თქვა, რომ მას რამდენიმე სოფლის, მათ შორის, ანაკლიის მაცხოვრებლებმა მიმართეს და გახშირებული საქონლის ქურდობის გამო დახმარება სთხოვეს.

„დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ძალიან გახშირდა საქონლის ქურდობის შემთხვევები და არამარტო. შემომჩივლეს, რომ რამენაირად მივაწვდინო ვინმეს ხმა და დავეხმარო მათ. იქნებ, სოფლების მაჟორიტარები დაინტერესდნენ ამ საკითხით, საუბარია ანაკლიაზე, ერგეტაზე და კიდევ რამდენიმე სოფელზე“, - აღნიშნა მარშავამ.

alt

მის საპასუხოდ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბესიკ ჭეჟიამ განმარტა, რომ მოსახლეობას შეუძლია წერილობით მიმართოს საკრებულოს, რომ შემდეგ მათ შესაბამის ორგანოებთან შუამდგომლობა გაუწიონ.

თავად ოთარ მარშავამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ სოფლის მაჟორიტარები პრობლემით დაინტერესდნენ. მარშავა აპირებს, რომ ეს თემა მომავალ საკრებულოს სხდომაზეც გააჟღეროს.




Print