ახალი ამბები
ფოთის მერიამ მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანისთვის, დაახლოებით, 25 ათასი ლარი გამოყო
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია უპატრონო ძაღლების დაჭერა-იზოლაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 ათას ლარზე მეტს გამოყოფს. შესაბამისი ტენდერი მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე გამოაცხადა.

სატენდერი დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ ქალაქის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი, თითქმის, 320 ძაღლი ჰუმანური მეთოდებით უნდა დაიჭიროს და თავშესაფარში გადაიყვანოს. ამასთან, აუცილებელია, რომ თავშესაფარსი გადაყვანილ ცხოველებს ყველა პროცედურა ჩაუტარდეთ, მათ შორის, სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაცია. ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე კი, მძიმედ დაავადებული და აგრესიული ძაღლების ევთანაზიაც უნდა განხორციელდეს. 

კომპანიამ რეიდები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვეში ორჯერ,საჭიროების შემთხვევაში კი, მეტჯერ უნდა მოაწყოს.

ტენდერში მონაწილეობის მიღება 9-დან 11 თებერვლამდე იქნება შესაძლებელი. გამარჯვებულმა კი მომსახურება ხელშეკრულების დადებიდან 2019 წლის 25 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოს.

Print