ახალი ამბები
ხობში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
ხობის ცენტრში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი, არსებული ინფორმაციით, მსუბუქად დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.  შს სამინისტროში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძროაბის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავარიის გამო, ცენტრალურ გზაზე გადაადგილება შეზღუდული იყო.
Print
თეგები: ხობი / შსს / ავარია /