რეგიონი
გიორგი შონია: გალში ე.წ. ღორის გრიპის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
გალის რაიონულ საავადმყოფოში ე.წ. ღორის გრიპის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა ამის შესახებ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა გალის ადმინისტრაციაში გამართულ საანგარიშო შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას "გალ ტვ" ავრცელებს. 

„გალის რაიონში H1N1 - ის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ ეტაპზე ჩვენ კარანტინის გამოცხადების აუცილებლობა არ გვქონია. 2015 წლისგან აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა, როდესაც სკოლებში მოგვიხდა კარანტინის დაწესება. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში სასწავლო პროცესი გაგრძელდა, იქაც ვირუსის გავრცელების აშკარა ვარდნაა“, - თქვა გიორგი შონიამ.

გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, რომელიც შეხვედრას უძღვებოდა, აღნიშნა, რომ ენგურის ხიდზე შეზღუდვების დაწესება, მხოლოდ გალის რაიონის მოსახლეობის ვირუსისგან დაცვის მიზნით დაწესდა.

Print