ახალი ამბები
ლუკა ჩხეტია პატიმრობის ნაცვლად გირადო შეეფარდა
თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ზუგდიდელი ლუკა ჩხეტია და მასთან ერთად უკრაინის ექვსი მოქალაქე პატიმრობიდან თავისუფალია.  ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მისმა ახლობელმა რომეო ფარულავამ უთხრა. მისი თქმით, სასამართლო პროცესი შვიდ თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა მათთვის მოულოდნელად დღეს ჩატარდა.

„ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო. არ ვყოფილვარ პროცესზე, რადგან არ ვიცოდი, არც ოჯახის წევრები ყოფილან. თვითონ ლუკამ დამირეკა. მასთან ერთად დაკავებული ექვსივე უკრაინელი თავისუფალია. სხვა დეტალები არ ვიცი“, - ამბობს ფარულავა.

ლუკა ჩხეტიას და მასთან ერთად დაკავებულ პირებს გირაო შეეფარდათ.

ლუკა ჩხეტია თბილისში, უკრაინის 5 მოქალაქესთან ერთად გასული წლის დეკემბერში დააკავეს. გამოძიება მას ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება. საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამავე თემაზე:

აქცია პროკურატურასთან - ლუკა ჩხეტიას მშობლებმა შიმშილობა დაიწყეს



Print