ახალი ამბები
სასამართლოს გადაწყვეტილებით, თენგიზ ქობალია წინასწარ პატიმრობაში რჩება
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი თენგიზ ქობალია პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

ადვოკატის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას გირაოთი ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

პატიმრობაში დატოვა მოსამართლემ ამავე საქმეზე დაკავებული ზუგდიდის ყოფილი მერი, ყოფილი ვიცე-მერი და კიდევ ერთი პირი.

თენგიზ ქობალია, რომელიც ბრალს არ აღიარებს, 24 დეკემბერს საკუთარ კაბინეტში დააკავეს. გამოძიება მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. სუს-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ იგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას და ვიცე-მერის გია გულორდავას მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი შეიტყო და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ აცნობა. ქობალიას წინასწარი პატიმრობა 25 დეკემბერს შეეფარდა.

ამავე თემაზე:

სასამართლომ ლაშა გოგია და გია გულორდავა პატიმრობაში დატოვა

ადვოკატი: თენგო ქობალიას გათავისუფლების მოთხოვნით 6 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა


Print