რეგიონი
სოხუმის ცენტრალური პარკიდან გრუნტის პროჟექტორები მოიპარეს
სოხუმში, თავისუფლების პარკიდან 20 - მდე გრუნტის სანათი და 200 მეტრამდე ელექტროკაბელი მოიპარეს. მსგავსი ფაქტი ახალი წლის წინა დღეებშიც მოხდა, თუმცა შემდეგ პროჟექტორები ისევ დააყენეს.

„ჩვენ უკვე ვერ აუდივართ ვანდალიზმის მსგავს ფაქტებს. თუკი ადრე პროჟექტორებს ამტვრევდნენ, ახლა, უკვე მეორედ, ისინი მოიპარეს კაბელებთან ერთად“, - უთხრა «აბხაზია ინფრომს“ დე ფაქტო რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენელმა ინალ აბუხბამ.

მან დასძინა, რომ უწყება, რა თქმა უნდა, ისევ დაამონტაჟებს ახალ პროჟექტორებს, თუმცა, ამჯერად ქალაქის ადმინისტრაციას პარკში მიწისქვეშა კაბელების გაყვანის და ვიდეოსათვალთვალო კამერების მოწყობის თხოვნით მიმართავს.

Print