რეგიონი
სოხუმი: თევზის ექსპორტი შეიზღუდება
აფხაზეთიდან თევზის ყველა სახეობის ექსპორტი, ქაფშიის გარდა, აიკრძალება. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, საგანგებოდ გამართულ თათბირზე განაცხადა.  რაულ ხაჯიმბამ „გენერალურ პროკურატურას და შსს-ს ერთი კვირის განმავლობაში შესაბამისი შემოწმებების ჩატარება და მათი შედეგების მიხედვით,
დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა დაავალა“, წერს „აბხაზია ინფორმი“.

ამასთან, ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ პასუხი უნდა აგონ საწარმოების ხელმძღვანელებმა, რომლებიც თევზის მოპოვებას და გადამუშავებას მოქმედი ნორმების დარღვევით ეწევიან.
ამავე ცნობით, ორი დღის განმავლობაში უნდა მომზადდეს შესაბამისი დადგენილება, რომელიც თევზჭერით დაკავებული მეწარმეებზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას გაამკაცრებს.

ეკოლოგიის და ბუნების დაცვის კომიტეტის წარმომადგენელმა მურმან სოლომკომ კომენტარი გააკეთა, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ფოტოსთან დაკავშირებით, რომელზეც ჩანს, ბადეში გაბმული დიდი ზომის ზუთხი. მან განმარტა, რომ ამბავი სამი წლის წინ მოხდა, როდესაც თევზი აფხაზი მეთევზეების ბადეში შემთხვევით გაება.

Print