ახალი ამბები
მდინარე ჩხოუშში მკვდარი თევზები ყრია
ზუგდიდში, გულუას პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე,  მდინარე ჩხოუშში მკვდარი თევზები ყრია. ფაქტის  შესახებ რადიო „ათინათს“  ერთ-ერთმა მოქალაქემ აცნობა. ის ვარაუდობს, რომ თევზის მოპოვებას უკანონო მეთოდით ცდილობდნენ, რამაც მათი დახოცვა გამოიწვია. 
alt
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში  „ათინათს“ უთხრეს, რომ აღნიშნულ საკითხს მოიკვლევენ.
Print