ახალი ამბები
რომან დბარი: აფხაზეთში ლეოპარდის მოკვლის შესახებ ინფორმაცია ყალბია
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი კოდორის ხეობაში ლეოპარდის მოკვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. რომან დბარმა აღნიშნა, რომ უკვე სამი დღეა სპეციალისტები ეძებენ კვალს, რომელიც წითელ წიგნში შეტანილი ცხოველის მოკვლის ფაქტს დაადასტურებდა. თუმცა, მისივე თქმით, აქამდე ვერაფერს მიაკვლიეს.

„აქედან გამომდინარე ეს ტიპური „ფეიკია“, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს აფხაზეთთან“, – თვლის აფხაზი ეკოლოგი.

მან აღნიშნა, რომ ყალბი ფოტოს საშუალებით, რომლის წარმოშობა გაურკვეველია, მთელი „ქვეყნის“ დისკრედიტაციას ეწევიან.

5 თებერვალს რუსულ და აფხაზურ მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აფხაზმა მონადირეებმა კოდორის ხეობაში ხაფანგში გაბმული წინააზიური ლეოპარდი მოკლეს.
Print