ახალი ამბები
სეს: მდინარე ჩხოუშში თევზების დახოცვის მიზეზს გამოვიკვლევთ
ზუგდიდში მდინარე ჩხოუშში თევზების დახოცვის ფაქტით სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველო დაინტერესდა. რადიო "ათინათს" სამმართველოს ხელმძღვანელმა მარიკა გულუამ უთხრა, რომ შესაბამისი ანალიზი უკვე აღებულია და კვლევებისთვის თბილისში გაიგზავნება.

„ჩვენ ვვარაუდობთ რამდენიმე დაავადებას. ვიყავით ადგილზე, ავიღეთ ანალიზი, რომელიც თბილისში გაიგზავნება“, - ამბობს გულუა.

ზუგდიდში, გულუას პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე,  მდინარე ჩხოუშში მკვდარი თევზები ყრია. ფაქტის  შესახებ  „ათინათს“  ერთ-ერთმა მოქალაქემ აცნობა.

ამავე თემაზე:

მდინარე ჩხოუშში მკვდარი თევზები ყრია



Print