ახალი ამბები
ზუგდიდის მერიაში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გასაუბრება მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში რამდენიმე ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად გასაუბრების ეტაპი მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, ვაკანსია გამოცხადებული იყო შემდეგ პოზიციებზე:

I რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი.
II რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილე.
III რანგის III კატეგორიის -დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულში უფროსი სპეციალისტი.

ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ მსურველებს HR.GOV.GE-ზე ელექტრონული განაცხადი უნდა შეეტანათ. სულ ასეთი 42 განაცხადია შესული, რომელთაგან საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მერიის ინფორმაციით, 17 კანდიდატი შეესაბამებოდა.
კომისიის შემადგენლობაში სულ 7 წევრია.

მერიაში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ გასაუბრების შედეგად გამოვლენილ კანდიდატებს შედეგის შესახებ დღეიდან ხუთ სამუშაო დღეში ეცნობებათ.

ამავე თემაზე:

ლაშა ჯაიანმა თანამდებობა დატოვა 
Print