ახალი ამბები
დიალოგი რეგიონულ განვითარებაზე - შეხვედრა ზუგდიდში (ვიდეო)
7 თებერვალს ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა ,,დიალოგი რეგიონული განვითარების თემაზე ადგილობრივ დაინტერესებულ პირებთან“ პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში გაიმართა.
alt
ღონისძიებაში ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. რეგიონის განვითარების პერსპექტივებსა და მის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. ამავე შეხვედრაზე თანამონაწილეობისა და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრას მოდერაციას უწევდნენ იოსებ სალუქვაძე და ელენე დარჯანია.

პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.


Print