ახალი ამბები
დეპუტატი ააიპ-ის ხელმძღვანელს: მახინჯ სტრუქტურაში არაფერი შეცვლილა
საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ედიტა კოდუამ მერიის ააიპ "ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელს მანუჩარ სამუშიას მიმართა და უთხრა, რომ მას მემკვიდრეობით „მახინჯი სისტემა“ გადმოეცა. კოდუამ მას უთხრა, რომ არაფერი შეცვლილა მას შემდეგ, რაც წინა მოწვევის საკრებულოში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა წინამორბედ ააიპ-ის რეკომენდაციები მისცა.

„ჩვენ დავდეთ მაშინ დასკვნა, რომ შტატები ხელოვნურად იყო გაბერილი, მართლა სასაცილო შტატები იყო. ახლა კი, ძალიან მინიმალური ცვლილებაა, მხოლოდ რამდენიმეა ამოღებული. ეს არის მახინჯი მემკვიდრეობა. აი, მაგალითად, კაპერდინელების რაოდენობა...“, - აღნიშნა კოდუამ.

ააიპ-ის დირექტორმა მას საპასუხოდ თქვა, რომ თითოეულ თანამშრომელს საკუთარი ფუნქცია აქვს და შტატები ხელოვნურად გაბერილი არ არის.

"ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც აწესრიგებენ დარბაზში სიტუაციას და პასუხისმგებელი არიან ამაზე", - თქვა სამუშიამ. 

რაც შეეხება კოდუას კიდევ ერთ შენიშვნას იმასთან დაკავშირებით, თუ რა სარგებელს იღებს თემი ააიპ-ის საქმიანობიდან, სამუშიამ პასუხა, რომ ამასთან დაკავშირებით რამდენიმე პრობლემაა, მათ შორის ის, რომ მუზეუმები მათ ბალანსზე არ არის.


Print