რეგიონი
ჩხოროწყუელი სპორტსმენები სპორტდარბაზის მოლოდინში (ვიდეო)
ჩხოროწყუში სასპორტო სკოლა 20 წლისაა. ამდენივე ხანია, კარატეს მოყვარული ჩხოროწყუელი მოზარდები ყოფილი ბავშვთა სამყაროს მაღაზიის შენობაში ვარჯიშობენ.



,,20 წელია, რაც ამ დარბაზში ვართ, აქ ყველა ასაკის ბავშვი ვარჯიშობს, ამ დარბაზში სამი მსოფლიო ჩემპიონი, ასევე, ევროპის, საქართველოს, კავკასიისა და ევრაზიის ჩემპიონები’’ - გვითხრა მწვრთნელმა გერონტი მამფორიამ.

მწვრთნელი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ამბობს, რომ დარბაზს რეაბილიტაცია, კეთილმოწყობა და ინვენტარიზაცია სჭირდება. ამასთან, მამფორია ამბობს, რომ მას მოკრივეებისთვის ბოქსის წრის მოწყობაც სურს.

სპორტსკოლაში ამ ეტაპზე 100 მდე სპორტსმენი ირიცხება და მათი დიდი ნაწილ სპორტულ წარმატებებს აღწევს. ჩხოროწყუელი კარატისტებიდან რამდენიმე უკვე ჩემპიონია, თუმცა მწვრთნელის თქმით, დიდი ასპარეზისთვის მოსწავლეებს შესაბამისი პირობები სჭირდებათ.

ავტორი:
მარი ბერია
Print