ახალი ამბები
სამეგრელოში ხვალიდან გამოიდარებს
სამეგრელოში ხვალიდან გამოიდარებს და 15 თებერვლამდე უნალექო ამინდები შენარჩუნდება. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას 12-17 გრადუსამდე გათბება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

„დღეს ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება, შეიძლება მცირე წვიმაც. ხვალიდან კი ველოდებით გამოიდარებას და უნალექო ამინდები შენარჩუნდება ამ კვირის ბოლომდე“, - აცხადებენ სააგენტოში.

ამავე ცნობით, 12-13 თებერვალს აღმოსავლეთის მიმართულების სუსტი ქარი  იქროლებს.
Print