ახალი ამბები
ზუგდიდში „საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ მესამე კონფერენცია გაიმართება
ზუგდიდში, რესტორან ბაგრატიონის საკონფერენციო დარბაზში, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მესამე ყოველწლიურ კონფერენცია გაიმართება. მისი მიზანია  საზოგადოება გაეცნოს ასოციაციის მიღწევებს, განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს, ასევე სამომავლო გეგმებს, რომლებიც უკავშირდება თხილის დარგში არსებულ გამოწვევებს.

კონფერენციას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი,  სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, უცხოელი სტუმრები, მეწარმეები, სასუქებისა და პესტიციდების მომწოდებლები, ფინანსური ინსტიტუტები და სადაზღვეო კომპანიები, თხილის სექტორში მოღვაწე სხვა პირები და მასმედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიებაზე ასევე მიწვეულია ასოციაციის წევრი 400 ლიდერი ფერმერი.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის III კონფერენციის მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), თხილის მწარმოებელი იტალიური კომპანია ფერეროსა (Ferrero) და ამერიკული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია CNFA-ის „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტი“ (G-HIP).
Print