რეგიონი
სოფელ აჩიგვარაში მეთევზე დაიხრჩო
სოფელ აჩიგვარას მიდამოებში მდებარე ბებესირის ტბაში ერთი ადამიანი დაიხრჩო, შემთხვევა 8 თებერვალს გვიან ღამით მოხდა. ნავში მყოფი ორი მეთევზე წყალში გადავარდა და ჩაძირვა დაიწყო. მათ საშველად საკუთარი ხელთნაკეთი ნავით გაემართა გენადი კოკოსკირი, რომელიც ნაპირზე იმყოფებოდა. ნავმა სამი ადამიანის სიმძიმეს ვერ გაუძლო და გადაბრუნდა. ორმა მამაკაცმა გამოცურვა შეძლო, ხოლო გენადი კოკოსკირი დაიღუპა, წერს „აიაირა“.

ადგილზე მისულმა მყვინთავებმა გვამი საათნახევრიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

დე ფაქტო აფხაზეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად იყენებს ხელნაკეთ ნავებს, რომლებიც არანაირ ტექნიკურ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს და სამაშველო ჟილეტებითაც კი არ არიან აღჭურვილი. მისი თქმით, დიდია ალბათობა, რომ მსგავსი ნავებით თევზაობას ტრაგედია მოჰყვეს.

Print