ახალი ამბები
გდი: ანაკლიაში თურქული სეინერები კანონის ფარგლებში თევზაობენ
ანაკლიაში რამდენიმე თურქული სეინერი თევზაობს.  როგორც რადიო „ათინათს“ ზუგდიდის მერის წარმომადგენელმა გელა ლემონჯავამ უთხრა, ისინი უკვე ხუთი დღეა რაც იქ იმყოფებიან.

„ლიცენზიები აქვთ თუ არა, ამას ჩვენ არავინ გვეკითხება. ეს ფოთის ინსპექტირებას ეხება. ჩვენ ამის გადამოწმების უფლებაც არ გვაქვს.  ესენი აქ არიან სულ, შემოვლენ გავლენ. ახლა ხუთი დღეა, რაც აქ იმყოფებიან. ამ წუთებში დაახლოებით რვა გემი დგას“, - თქვა ლემონჯავამ.

თავის მხრივ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში "ათინათს" განუცხადეს, რომ თევზაობა შესაბამისი ლიცენზიით და კანონის დაცვით მიმდინარეობს.

"მათ აქვთ შესაბამისი ლიცენზია. ლიცენზიის მფლობელი არის ქართველი. მას ჰყავს დაქირავებული ქვეკონტრაქტორები, რომლებსაც  ათევზავებს. ჩვენი თანამშრომლები კი მონიტორიგს უწევენ. მოპოვებული თევზი ჩვეულებრივ საქართველოდან გადის ექსპორტზე“, - ამბობენ დეპარტამენტში.

ამავე ცნობით, თევზის მოპოვება ამ პერიოდში დაშვებულია.
Print