ახალი ამბები
ალექსანდრე მოწერელია: თხილის გადარჩენა შესაძლებელია თუ ფერმერები აგროწესებს დაიცავენ
ზუგდიდში, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA-ის) მე-3 კონფერენცია გაიმართა, სადაც თხილის სექტორში არსებულ გამოწვევებზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ისაუბრა. მისი თქმით, თხილის მოსავლის გადარჩენა შესაძლებელია, იმ შემთხვევაში თუ ფერმერები აგროწესებს დაიცავენ. ალექსანდრე მოწერელიას განმარტებით, მავნებლის და სხვადასხვა დაავადებების გარდა გამოწვევად  კვლავ რჩება მოუვლელი პლანტაციები.

„დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია მოსახლეობისა და ფერმერების ჩართულობა.  ყველამ უნდა იცოდეს ის, რომ თხილის გადარჩენა შეუძლიათ ჩვენს ფერმერებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაიცავენ აგროწესებს და მოუვლიან თავიანთ ბაღებს. ახალი პროგრამა, რომელზეც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ისაუბრა, ეხება ფერმერების გაერთიანებას, თხილის ფერმერთა ასოციაციის გააქტიურებას იმ მხრივ, რომ სოფელში შეიქმნას ფერმერთა ჯგუფები, რომელებიც გადაწყვეტენ ამ პრობლემას. რაც შეეხება შხამ-ქიმიკატებს ეს იქნება უპროცენტო განვადებით, რითაც ისარგებლებენ ჩვენი ფერმერები“, - აღნიშნა მან.

მისივე განცხადებით, გუბერნატორის ახალი ინიციატივა ,,კარდაკარ“ გრძელდება, რაც მოსახლეობასთან, ფერმერებთან პირდაპირ დიალოგს გულისხმობს და მისი მიზანი თხილის მოყვანა-წარმოების გაუმჯობესებაა.

ამავე თემაზე: 

რას ითვალისწინებს პროგრამა, რომელიც სახელმწიფომ თხილის დაცვის მიზნით შეიმუშავა
Print