ახალი ამბები
ლაშა გოგიას და გია გულორდავას სასამართლო პროცესი გადაიდო
ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას, ვიცე-მერის გია გულორდავას და მათთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირის სისხლის სამართლის საქმის განხილვა გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი დაცვის მხარის შუამდგომლობა გახდა.

შემდეგი სასამართლო პროცესი 26 თებერვალს, 17:00 საათზე გაიმართება.

ზუგდიდის ყოფილ მერს, ლაშა გოგიასა და ვიცე-მერს გია გულორდავას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღებას ედავებიან, თენგიზ ქობალიას - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას, ხუტა ბაღათურიას კი ბრალი ცრუ ჩვენებისთვის აქვს წაყენებული.

ამავე თემაზე:
ლაშა გოგიას ადვოკატი: განსასჯელის სკამზე დეპუტატი ედიშერ თოლორაიაც უნდა იჯდეს

სასამართლომ ლაშა გოგია და გია გულორდავა პატიმრობაში დატოვაპროკურორი 

ჩანაწერი, რომელშიც ლაშა გოგიასა და გია გულორდავას მიერ ქრთამის აღებაზეა საუბარი, ავთენტურია

სასამართლოს გადაწყვეტილებით, თენგიზ ქობალია წინასწარ პატიმრობაში რჩება

გათავისუფლების მოთხოვნით თენგიზ ქობალიას მეგობრები თავდებში უდგებიან



Print