ახალი ამბები
ვიდეოჩანაწერის საქმეზე დაკავებული ზაალ ლატარიას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ბრალდებით დაკავებული ზაალ ლატარიას წინასასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. ის ბრალს არ აღიარებს და მის დაკავებას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ლატარიას ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა უთხრა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და მის დაკავებას ბოლო პერიოდში პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს. ის ამბობს, რომ არჩევნებზე ოპოზიციური პარტიის მხარდასაჭერად მუშაობდა“, - თქვა იაშვილმა.

ზუგდიდელი ზაალ ლატარია მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წაუყენეს.

პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სულ 18 პირია დაკავებული.

ამავე თემაზე:

ვიდეოჩანაწერის გავრცელების ბრალდებით ზუგდიდელი ზაალ ლატარია დააკავეს
Print