ახალი ამბები
აფხაზეთში შესაძლოა ელექტროენერგიის მარაოსებრი გამორთვები დაიწყოს
ენგურჰესზე არსებული სიტუაციის შესახებ საუბრისას კომპანია "ჩერნომორენერგოს" გენერალურმა დირექტორმა ასლან ბასარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯვარის წყალსაცავში წყლის დეფიციტია.

აფხაზმა ენერგეტიკოსმა ამის მიზეზად დე ფაქტო რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა და კლიმატური პირობები დაასახელა.

მან აღნიშნა, რომ დეფიციტის თავიდან აცილების ორი გზა არსებობს: ელექტროენერგიის მარაოსებრი სისტემით გათიშვები ან მისი რუსეთიდან "გადმოქაჩვა".

მან ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

ასლან ბასარიამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას სოხუმი რამდენიმე დღეში მიიღებს. წინააღმდეგ შემთვევაში, მარაოსებრი გათიშვების შემოღება მოუხდებათ.

Print