რეგიონი
გუბერნია: ზედაეწერის ყოფილი კოლეჯის შენობაში მეთხილე ფერმერებისთვის სწავლებებს ჩაატარებენ
„თხილის დაცვის პროგრამის“ ფარგლებში, ზედაეწერის ყოფილი კოლეჯის შენობაში, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის სწავლებებს და შეხვედრებს ჩაატარებს. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინიტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, გადაწყვეტილება სახელმწიფო რწმუნებულმა მას შემდეგ მიიღო, რაც კოლეჯის ყოფილი შენობა საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი თოდუასთან ერთად დაათვალიერა.


სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ზედაეწერის ყოფილი კოლეჯის შენობას, რომელიც მუნიციპალიტეტის ბალანსზეა, დროული მიხედვა სჭირდება. მისივე თქმით, კომპლექსის განვითარებაზე სხვადასხვა წინადადების განხილვა უნდა დაიწყოს. მანამდე კი აქ „თხილის დაცვის პროგრამის“ ფარგლებში მეთხილე ფერმერების სწავლებები გაიმართება.

„თხილის დაცვის პროგრამის“ ფარგლებში სახელმწიფოს და ასოციაციის მონაწილეობით, შემუშავებულია კომპლექსური ღონისძიებების გეგმაა, რომელიც მეთხილე ფერმერებს საშუალებას მისცემს თხილის დაცვის და მაღალი ხარისხის მოსავლის მიღების მიზნით, მავნებლების და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ დროულად და ეფექტიანად ჩაატარონ აგროსამუშაოები, რათა თავიდან აიცილონ თხილის მოსავლის დაზიანება და ეკონომიკური ზარალი.ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო შეისყიდის და ასოციაციას გადასცეს 2000 ერთეულ მაღალი ეფექტურობის შესაწამლ აპარატს და უსაფრთხოების საშუალებებს; ასოციაციის ჩართულობით უზრუნველყოფს საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარებას და აგროკონსულტანტების მომსახურებას ფერმერთა ჯგუფებისთვის.თავის მხრივ მეთხილეთა ასოციაცია, ორგანიზაციის წევრებს სთავაზობს შეღავათებს მომსახურებაზე: ნიადაგის გამოკვლევა, თხილის მოვლა-მოყვანისთვის აუცილებელი ტექნიკის გამოყენება, მოსავლის შრობა, სასუქებისა და პესტიციდების შესაძენად აგროკრედიტებზე ხელმისაწვდომობა“, - აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



Print